"მილანმა" დაადასტურა, რომ ერთწლიანი იჯარის წესით კინგსლი ბოატენგი "კატანიაში" ითამაშებს. 19 წლის თავდამსხმელი სიცილიურ კლუბს სერია A-ს დაწყებამდე შეუერთდება. იტალიელი ფეხბურთელი "მილანის" წინასასეზონო მომზადების დროს ძირითად გუნდში ვარჯიშობდა, თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდში კონკურენციას ვერ გაუძლო.
განაში დაბადებული და იტალიის პასპორტის მქონე ბოატენგი მილანის ახალგაზრდულ გუნდში უფრო მეტ დროს ატარებდა. მას იტალიის 19-წლამდელთა ნაკრებში სამჯერ უთამაშია.
"კატანიამ" წინა სეზონში, ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა. ბოატენგის კვალად, სიცილიურმა კლუბმა უკვე დაიმატა სებასტიან ლეტო და ლუჩიანო ფაბიან მონზონი.
გიორგი ბალახაძე