კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა, ზამთრის შესვენებამდე მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს, იუწყებიან უკრაინელი ჟურნალისტები.
გამომცემლობის წყაროს ცნობით, ახალი მწვრთნელის კანდიდატურაზე, ამ ეტაპისთვის ორი ვარიანტი განიხილება: “ვერდერის” ყოფილი თავკაცი ტომას შააფი და “შალკესა” და “ვოლფსბურგის” ექს-დამრიგებელი ფელიქს მაგათი.
“დინამოს”, როგორც უკრაინის ჩამპიონატში, ასევე ევროპის ლიგაზე წარუმატებელი სტარტი ჰქონდა და ეს, ოლეგ ბლოხინის ვადაზე ადრე გათავისუფლების წინაპირობა უნდა იყოს. კიეველებმა, ჩემპიონატის 9 თამაშიდან მხოლოდ 4 მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს და სამ შეხვედრაში დამარცხდნენ, მათ შორის “მეტალისტთან” სარეკორდო ანგარიშით - 0:3. ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, “დინამო” საკუთარ მოედანზე ბელგიურ “გენკთან” დამარცხდა.