ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამო კითხვის ნიშნითაა 15 და 19 მარტს სიმფეროლში უკრაინის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩატარების საკითხი. ნახსენებ დღეებში “ტავრიამ” კიევის “დინამოსა” და ლვოვის “კარპატს” უნდა უმასპინძლოს.
ამასობაში უკრაინის სპორტულ არენათა კონცერნმა მზადყოფნა გამოთქვა სიმფეროპოლელებმა დროებით კიევის ან ლვოვის სტადიონებზე ითამაშონ და ამ სარბიელებზე ტავრიელებს თავის მასპინძლად შეგრძნების საშუალება მიეცემათ. “კიევისა და ლვოვის შესაბამისი არენები მზად არიან. ამ სტადიონებზე ყირიმელები თავს კომფორტულად და მასპინძლად იგრძნობენ”, - განაცხადა კონცერნის გენერალურმა დირექტორმა სერგეი სემაკმა.







