ტურინის “იუვენტუსის” ტრავმებისგან დატანჯული ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი იმედს გამოთქვამს, რომ ის “მილანთან” გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.
“ამჟამად, თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. იმედი მაქვს, რომ “მილანთან” გამართულ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდები. ჯერჯერობით, მხოლოდ ლოდინი შემიძლია.” – აცხადებს ჯორჯო კიელინი.
მიმდინარე სეზონში, ტრავმების გამო, კიელინიმ სერია A-ს მხოლოდ 18 მატჩში ითამაშა.