ფეხბურთი

22:11 | 12.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი “ლაციოსთან” და “მილანთან” ვერ ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი გუნდს მნიშვნელოვან თამაშებში ვერ დაეხმარება. მუხლის ტრავმის გამო, 28 წლის უკანახაზელი “ლაციოსთან” და “მილანთან” ვერ ითამაშებს.

იტალიური პრესის ცნობით, კიელინის მუხლი აქვს დაზიანებული. ზუსტი დიაგნოზი ცნობილი ჯერ არაა, მაგრამ საქმე, სავარაუდოდ, მყესის ტრავმასთან გვაქვს.

უკვე გარკვეულია, რომ კიელინი 15 აპრილს, რომში “ლაციოს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. მცირეა იმის შანსი, რომ მან “მილანთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელება მოახერხოს. ეს თამაში 21 აპრილს გაიმართება. 

0.118546