კალათბურთი

18:08 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კევინ ლავი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს

"მინესოტას" ფორვარდი კევინ ლავი უახლოეს პერიოდში მარცხენა მუხლზე ართროსკოპიულ ოპერაციას გაიკეთებს, - იტყობინება The Associated Press. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი 4-6 კვირას გასტანს.

მიმდინარე სეზონში ლავმა მხოლოდ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აგროვებდა რა საშუალოდ 18,3 ქულას და 14 მოხსნას. ბოლოს 24 წლის ფორვარდი პარკეტზე 3 იანვარს, "დენვერთან" დაპირისპირებისას ვიხილეთ (101:97). "მინესოტას" ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ხელის მოტეხილობის შემდეგ, კევინი დროულად მომჯობინდებოდა და სეზონის ბოლო 6 მატჩში დაეხმარებოდა კლუბს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

0.115525