ფეხბურთი

18:02 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეთილი ნების ელჩები დაზარალებულ ფილიპინელებს დაეხმარნენ

ფეხბურთის ვარსკვლავები შვეიცარიულ ბერნში ჩავიდნენ და საქველმოქმედო მატჩში მიიღეს მონაწილეობა. მთელი შემოსავალი შარშან ნოემბერში, ფილიპინებზე მომხდარი ტაიფუნისგან დაზარალებულებს გადაეცათ. შეგასენებთ, რომ იმ ტრაგიკულ დღეებში დაახლოებით 5 ათასი ადამიანი დაიღუპა და უამრავი უსახლკაროდ დარჩა.

ბერნში კეთილი ნების ელჩების გუნდი (ზიდანი, რონალდო და მათი მეგობრები) “იანგ ბოიზის” ვეტერანებს შეხვდა, რომელთა რიგებში სტეფან შაპუიზა და ჰაკან იაკინიც თამაშობდნენ. “ელჩების” მწვრთნელი კი თავად უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა რუუდ გულიტიც. მატჩი სტუმრებმა 8:6 მოიგეს.

“სასიამოვნო იყო ამდენი ვარსკვლავის ერთად ხილვა. ფეხბურთი გლობალური თამაშია და ასეთ აქციებში მონაწილეობით, ვარსკვლავებს რეალურად შეუძლიათ კონკრეტული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება,” – უთხრა პლატინიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

“ელჩების” გუნდი: ანტონიოს ნიკოპოლიდისი (საბერძნეთი), მიჩელ სალგადო, ფერნანდო იერო (ორივე – ესპანეთი), ფაბიო კანავარო, პაოლო მალდინი, ჯენარო გატუზო (ყველა - იტალია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), რონალდო (ბრაზილია), დავორ შუკერი (ხორვატია).

მეორე ტაიმში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, შემცვლელთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი, ბრაზილიელი მართაც იყო, რომელმაც 2 გოლი გაიტანა.

 

0.1603