ფეხბურთი

15:03 | 24.01.2014 | ნანახია 0 - ჯერ

კერიკს თვე გაუცდება

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა “სანდერლენდთან” ინგლისის ლიგის თასის მატჩში ტრავმა მიიღო. ბრიტანული პრესის ცნობით, 32 წლის შუახაზელს დაახლოებით 3-5 კვირა გაუცდება.

მატჩის შემდეგ, “წითელი ეშმაკების” თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ კერიკს ტერფი აქვს დაზიანებული. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში, აქილევსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ინგლისელს 2 თვე გაუცდა.

დიდი ალბათობით, მანჩესტერელები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ახალი ნახევარმცველით გაძლიერდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073787
სარეკლამო ადგილი - 99
X x X