“მანჩესტერ იუნაიტედის” ტრავმირებული ნახევარმცველი მაიკლ კერიკი ლაზარეთში დაახლოებით თვენახევარს გაატარებს. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
მოგეხსენებათ, 32 წლის ინგლისელი ლონდონის “არსენალთან” პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში დაშავდა. ვეტერან შუახაზელს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მისთვის აღდგენითი პროგრამაც შემუშავდა.
მანჩესტერელთა სამედიცინო შტაბი კერიკის გამოჯანმრთელების ზუსტ თარიღს არ ასახელებს, მაგრამ დიდი ალბათობით, ინგლისელი მოედანს მიღმა 6 კვირას გაატარებს.