ფეხბურთი

16:37 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კენი მილერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

კენი მილერმა შოტლანდიის ეროვნულ საფეხბურთო გუნდში გამოსვლა დაასრულა. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.

“ვანკუვერ უაითკეპსის” ფორვარდმა ნაკრებში ბოლო მატჩი, რომელიც მისთვის 69-ე აღმოჩნდა, 14 აგვისტოს, “უემბლიზე” ინგლისთან (2:3) ჩაატარა და გოლიც გაიტანა.

საერთო ჯამში, 33 წლის თავდამსხმელმა სანაკრებო კარიერაში მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო.

“გლაზგო რეინჯერსისა” და “სელტიკის” ექსფორვარდი ამ მაჩვენებლით შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში მეექვსეა.


0.106209