ფეხბურთი

13:34 | 2.03.2014 | ნანახია 0 - ჯერ

კემპბელის სკანდალური ციტატები

ბრიტანულმა გამოცემებმა ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრის, სოლ კემპბელის სკანდალური გამონათქვამები გამოაქვეყნეს, რომლებსაც ფეხბურთელი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტანს. შეგახსენებთ, კემპბელი “არსენალის”, “ტოტენჰემისა” და “პორტსმუთის” ღირსებას იცავდა.

აქვე ორიოდ ციტატაც:

- მე რომ თეთრკანიანი ვიყო, ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკავურს მინიმუმ 10 წელი არ მოვიხსნიდი.

- მთელი ევროპა უკეთესად მიცნობს და მაფასებს, ვიდრე ინგლისი. ეს ძალიან მაბრაზებს.

- მთელი კარიერის განმავლობაში მესმოდა, რომ თურმე ჰომოსექსუალისტი ვიყავი. ხმები “ტოტენჰემის” ფეხბურთელებმა გამივრცელეს.

სოლ კემპბელი ავტობიოგრაფიულ წიგნზე ბოლო დროს აქტიურად მუშაობს. 

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:15 | 10.10.2018
BEERTRANCE (97819)

ყოველთვის ჩვენ რატო გვემართება, გუგლის რუკას მაინც არ დახედენ წინდაწინ?

13:45 | 10.10.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

უბრალოდ, ჩვენთან რომ საცობები არ არის, იფიქრეს ყველგან ასეაო

0.064911