“ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი მარტინ კელი კარიერას “კრისტალ პალასში” განაგრძობს. ტრანსფერი ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურეს.
24 წლის მცველმა ახალ კლუბთან სამწლიან კონტრქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია. მარტინი “კრისტალ პალასში” 34-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
კელი “ლივერპულის” აღზრდილია, სადაც 6 სეზონის მანძილზე ირიცხებოდა და 62 შეხვედრის ჩატარება მოუწია.
ირაკლი ალიმბარაშვილი