ირანის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის იმ 28 ფეხბურთელის სია დაასახელა, საიდანაც საბოლოოდ ბრაზილიაში წამსვლელ 23 მოთამაშეს შეარჩევს.
ინტერნეტპორტალ ასია.ეუროსპორტ.ცომ-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: დანიელ დავარი (“ბრაუნშვაიგი”, გერმანია), ალირეზა ჰაგიგი (“რუბინი”, რუსეთი), რაჰმან აჰმადი (“სეპაჰანი”), სუშა მაკანი (“ფელად ჰუზესტანი”).
მცველები: ხოსრო ჰეიდარი (“ესტეღლალი”), ჰუსეინ მაჰინი, მეჰრდად პულადი, ჯალალ ჰუსეინი (ყველა “პერსეპოლისი”), სტივენ ბეიტაშური (“ვანკუვერ ვეიტკეპსი”, კანადა), პეიმან მონტაზერი (“უმმ სალალი”), ამირ სადეყი, ჰაშემ ბეიკზადეჰი (ორივე “ესტეღლალი”), მუჰამედ რეზა ხანდაზეჰი (“ზობ აჰანი”), აჰმად ალენემეჰი (“ნაფტი”), ეჰსან ჰაისაფი (“სეპაჰანი”).
ნახევარმცველები: ჯავად ნეკოუნამი (“ელ ქუვეითი”, ქუვეითი), ანდრანიკ თეიმურიანი (“ესტეღლალი”), რეზა ჰაგიგი (“პერსეპოლისი”), გასემ ჰადადიფარი (“ზობ აჰანი”), ბახტიარ რაჰმანი (“ფელად ჰუზესტანი”), ალირეზა ჯაჰანბაქში (“ნაიმეგენი”, ჰოლანდია), აშტან დეჟაგა (“ფულემი”, ინგლისი).
თავდამსხმელები: მასუდ შოჯაეი (“ლას პალმასი”, ესპანეთი), მუჰამედ რეზა ხალათნარი, ქარიმ ანსარიფარდი (ორივე “პერსეპოლისი”), მეჰდი შარიფი (“სეპაჰანი”), რეზა გოოჩანიეჯადი (“ჩარლტონი”), სარდარ აზმუნი (“რუბინი”, რუსეთი).