ფეხბურთი

12:45 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეირუში ირანელებთან გაახანგრძლივებს

პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარლუშ კეირუშმა ირანის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. კეირუში ირანის ეროვნულ ნაკრებში 2018 წლამდე იმუშავებს.

“გარკვეული დეტალები შესათანხმებელი დაგვრჩა, მაგრამ უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ირანის მწვრთნელი მომავალშიც ვიქნები. კონტრაქტის გახანგრძლივება მინდა”, - განუცხადა პორტუგალიელმა ბრიტანულ მედიას.

რამდენადაც ცნობილია, მხარეები ოფიციალურ შეთანხმებას 1 აგვისტოს გააფორმებენ.

 

0.113444