ფეხბურთი

21:50 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი “ბაიერნში” გადადის

“ლევანტეს” ვიცე-პრეზიდენტი ტომას პერესი ადასტურებს, რომ ვალენსიელთა კოსტა რიკელი მეკარე კეილორ ნავასი კარიერას “ბაიერნში” განაგრძობს.

27 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა, რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესი “პორტუმ”, “ატლეტიკომ”, “არსენალმა”, “რეალმა” და “ბაიერნმა” გაამჟღავნეს. როგორც ირკვევა, კონკურენტებს მიუნხენელებმა აჯობეს.

“ნავასი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადადის. დარწმუნებული ვარ, რომ მას ნოიერისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. მის გამო მოხარულნი ვართ, რადგან მან გვიჩვენა, რომ ეს როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ დაიმსახურა.” – აცხადებს ტომას პერესი.

0.120806