დევისის თასის მეოთხედფინალში მოასპარეზე იაპონიის ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებს, რომელიც ჩეხეთის გუნდს ეთამაშება, ფეხის ტრავმის გამო გუნდის პირველი ნომერი კეი ნიშიკორი ვერ დაეხმარება.
ჩეხეთთან მატჩში ნიშიკორის ახალგაზრდა ჩოგბურთელი ტარო დანიელი შეცვლის.
დევისის თასის მეოთხედფინალური მატჩები 4-6 აპრილს ჩატარდება. იაპონია ჩეხეთს მასპინძლობს.