ქართველი ძიუდოისტებისთვის ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეც უშედეგოდ დასრულდა. დღეს მედლები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ამირან ტოტიკაშვილის შვიდეულიდან ტატამზე ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და ლევან წიკლაური (81 კგ) გავიდნენ და კვარცხლბეკამდე ორივეს თითო გამარჯვება დააკლდა – ორივემ რეპეშაჟის ფინალში წაიფორხილა.
კედელაშვილი ფრანგ უგო ლეგრანთან წუთსა და 39 წამში დავარდა ბეჭებზე, ხოლო წიკლაური ბოლო წუთამდე იუკოს უგებდა ჰოლანდიელ ჯილომ ელმონს და საფილანო სირენამდე 40 წამით ადრე იპონზე წამოეგო.
ოთარ მაღლაკელიძე







