ფეხბურთი

21:12 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კახელი და იმერელი ჭაბუკები ფინალს მიუახლოვდნენ

როგორც ვიტყობინებოდით, 1996 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებს შორის, ლეგენდარული ქართველი თავდამსხმელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება მიმდინარეობს. 20 და 21 თებერვალს ნახევარფინალური წყვილების პირველი მატჩები გაიმართა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა გუშინდელ შეხვედრაში. კახეთის რეგიონალურმა ნაკრებმა თბილისის მეორე გუნდს უმასპინძლა, მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და განმეორებითი თამაშის წინ გვარიანი ფორა შეიქმნა.
ისე თუ გავითვალისწინებთ, რომ კახელმა ჭაბუკებმა მერვედფინალურ ეტაპზე აფხაზეთის ნაკრებს სძლიეს, შემდეგ მეოთხედფინალში გზიდან თბილისელთა პირველი გუნდიც ჩამოიცილეს, მათი წარმატება მოულოდნელობად აღარც ჩაითვლება.
რაც შეეხება დღეს გამართულ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას, ,,ტორპედოს” ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე იმერეთის პირველმა გუნდმა სამეგრელოს პირველ გუნდს უმასპინძლა, თავსხმა წვიმაში მიმდინარე მატჩში მეტოქე 7:0 გაანადგურა და პრაქტიკულად ფინალში გასვლა გაინაღდა.
ნახევარფინალების განმეორებითი შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.

ვახტანგ დათიაშვილი

0.151398