ფეხბურთი

15:39 | 17.09.2013 | ნანახია NaN - ჯერ

კახა ცხადაძის დისკვალიფიკაცია და ჯარიმა

აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა, ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დასაჯა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-6 ტურში, “ნეფთჩი” –“ინტერის” დაპირისპირების (3:1) 76-ე წუთზე, ცხადაძე ე.წ. “ტექნიკური ზონიდან” გააძევეს, რადგან ამ ზონაში ყოფნის წესები დაარღვია. ამისთვის, ქართველ მწვრთნელს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია განუსაზღვრეს, ხოლო კლუბს 1000-მანათიანი ჯარიმა დააკისრეს.

ხსენებული მატჩის მერე, ცხადაძე პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა, რაც მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა და “ინტერი” დამატებით 2000 მანათს გადაიხდის.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066334