ბაქოს “ინტერის” მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძე აზრით, ალექსანდრე იაშვილის დონის ფეხბურთელს აზერბაიჯანის ჩემპიონატში აქამდე არ უთამაშია.
“იაშვილის დონის ფეხბურთელები აზერბაიჯანში სათამაშოდ აქამდე არ ჩასულან. ეს დასაფასებელია. ფიზიკური მომზადების მხრივ მას ყველაფერი წესრიგში აქვს. “მარიეჰამნთან” მატჩის მეორე ტაიმში მან ისეთი პასი გააკეთა, რომ ეს უბრალოდ შედევრი იყო. ადამიანი, რომელიც ასეთ გადაცემას აკეთებს, ორმაგად დასაფასებელია”, - უთხრა ცხადაძემ ინტერნეტგამოცემა 1news.az-ს.
35 წლის იაშვილი, რომელმაც განვლილ სეზონი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმში” დაასრულა, “ინტერს” ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დადო.