ფეხბურთი

14:05 | 12.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანის “წითელი ეშმაკები” შეუჩნდნენ

რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედი” “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდის – ედინსონ კავანის შეძენის იმედს არ კარგავს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ზაფხულში, “წითელი ეშმაკების” მთავარი სატრანსფერო სამიზნე სწორედ ურუგვაელი იქნება.

მანჩესტერელთა თავკაც დევიდ მოიესს შეტევის ხაზის გაძლიერება სურს და ცენტრფორვარდის პოზიციაზე კავანის კანდიდატურას განიხილავს. მოგეხსენებათ, “იუნაიტედმა” სამხრეთამერიკელის შეძენა იანვარში სცადა, მაგრამ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა ფეხბურთელი არ დათმო.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში, კავანის სანაცვლოდ, პსჟ-მ “ნაპოლის” 64 მილიონი ევრო გადაუხადა.

 

0.115172