სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:01 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანის “რეალში” უნდა

იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლა უნდა. “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა რომ ამ ფეხბურთელის შესაძენად ცდას არ აკლებს, არახალია, მაგრამ საწადელს ჯერ ვერ მიაღწია, რაც მნიშვნელოვანწილად “ნაპოლის” მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო თანხის გამოა – 63 მილიონი ევრო.

“მადრიდის “რეალი” ის გუნდია, რომლის მაისურის მორგებაზეც ლამის ყველა ბავშვი ოცნებობს. თუ მხარეები მოილაპარაკებენ, ესპანეთში სიამოვნებით გადავალ, მაგრამ ჩემთვის ამ ტრანსფერის პერსპექტივაზე ჯერ ოფიციალურად არავის უთქვამს”, – განაცხადა ურუგვაელმა ფორვარდმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.123946