ფეხბურთი

0:06 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანის “რეალში” გადასვლის შანსი 50%-ს უდრის

იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ედინსონ კავანის მამა აცხადებს, რომ მისი შვილის მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი 50%-ს უდრის.

“ნაპოლიმ”, ჩემი შვილის ტრანსფერთან დაკავშირებით, რამდენიმე წინადადება უარით უკვე გაისტუმრა, მაგრამ 60 მილიონად ისინი ედინსონს გაყიდიან.

მინდა გითხრათ, რომ “ნაპოლისთან”, ნებისმიერი მოლაპარაკება რთული იქნება, რადგან ამ კლუბს ჩემი შვილი ძვირად უღირს.

ედინსონისთვის, კარიერის გაგრძელების იდეალური ვარიანტი “რეალი” იქნებოდა. ამჟამად, მისი მადრიდში გადასვლის შანსი 50 პროცენტია.” – ციტირებს ლუის კავანის სიტყვებს მადრიდული Marca.

0.110026