ავტორიტეტული ფრანგული გამოცემების, L’Equipe-ს და Le Parisien-ის მტკიცებით, 26 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელი ხვალ გახდება.
ფრანგული პრესის ცნობით, პსჟ-მ შეთანხმებას როგორც “ნაპოლისთან”, ასევე თავად ფეხბურთელთან მიაღწია. პარიზელები იტალიელების მიერ მოთხოვნილ 63 მილიონს გადაიხდიან, ურუგვაელთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ და მას წლიურ ხელფასს 10 მილიონს დაუნიშნავენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრანსფერი ხვალ, 10 ივლისს გაოფიციალურდება.