ფეხბურთი

17:20 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანის ინგლისში ეპატიჟებიან

ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში განაგრძოს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა  კლაუდიო ანელუჩიმ  El Telegrafo-სთან საუბრისას განაცხადა, მის კლიენტს პრემიერლიგის მინიმუმ ორი კლუბისგან აქვს შემოთავაზება:

“შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ედინსონმა შემოთავაზება “არსენალისგან” და “ლივერპულისგან” მიიღო. ის ინგლისში თამაშის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.” – განაცხადა ანელუჩიმ.

თავის მხრივ, ბოლო დროს, კავანიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ პსჟ-ში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ ედინსონმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 30 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

ლევან გოგოტიშვილი 

0.118056