ფეხბურთი

20:05 | 2.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანის 3 კვირა გაუცდება

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანი “ბორდოსთან” საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში დაშავდა. ამის შესახებ “სკაი სპორტსი” იუწყება.

ურუგვაის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა კოჭი დაიზიანა და 3 კვირის ლაზარეთში გატარება მოუწევს. ამგვარად, სამხრეთამერიკელი “ლევერკუზენთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩს დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ “ბორდოს” 2:0 სძლია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111984