ფეხბურთი

12:53 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანიმ პსჟ უარით გაისტუმრა

იტალიური “ნაპოლის” ვარსკვლავმა ედინსონ კავანიმ ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” წინადადებას უარით უპასუხა. ამის შესახებ Sportmediaset-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პარიზელები ურუგვაელს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობდნენ. ამ ხნის განმავლობაში, კავანი ხელფასის სახით 36 მილიონ ევროს მიიღებდა. ურუგვაის ნაკრების ფორვარდი პსჟ-ს წინადადებით მოხიბლული დარჩა, მაგრამ მოცდა არჩია.

აპენინური პრესა ირწმუნება, რომ კავანი შემოთავაზებას მადრიდის “რეალისგან” ელის.

 

0.115867