ფეხბურთი

0:33 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: “სხვა კლუბებსაც ვეკონტაქტები”

იტალიური “ნაპოლის” ურუგვაელი ვარსკვლავი ედინსონ კავანი ადასტურებს, რომ საკუთარ ტრანსფერთან დაკავშირებით, რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ნაპოლისთან” კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ ამავე დროს, სხვა კლუბებსაც ვეკონტაქტები. ამ ქალაქში და გუნდში განვვითარდი, მაგრამ პროგრესის გაგრძელება მსურს. არ ვიცი, “ჩელსი” “ნაპოლის” დაუკავშირდა თუ არა. ის ვიცი, რომ პელეგრინის, ან მოურინიოს დონის მწვრთნელთან ერთად მუშაობა სიამოვნება იქნება.” – აცხადებს კავანი, რომელიც მადრიდის “რეალთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ასე პასუხობს: “არ ვიცი, ესპანური ფეხბურთი შემეფერება თუ არა. ლა ლიგა შესანიშნავი ტურნირია და ეს ყველამ იცის. თავდამსხმელისთვის ადგილი ბევრგან მოიძებნება, მაგრამ არ ვიცი, რომელც ავირჩევ.” – ციტირებს კავანის სიტყვებს Marca.

0.133949