პსჟ-ს ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი აღიარებს, რომ ახალ კლუბში საკუთარი თამაშით კმაყოფილია.
26 წლის თავდამსხმელის თქმით, მთავარია ეროვნულმა ნაკრებმა მისი პროდუქტიული თამაში დაინახოს და მნიშვნელობა არ აქვს ბევრი გოლი გააქვს თუ არა.
"პსჟ-ში თამაშით ვტკბები. შეიძლება ბევრ გოლს ვერ ვიტან, მაგრამ გატანილ გოლებში დიდ როლს ვასრულებ და ეს მაკმაყოფილებს. გუნდში ბევრი თავდამსხმელია და მატჩის დროს პოზიციებს ხშირად ვცვლით ხოლმე. ჩემთვის მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგებაა" _ განუცხადა Sky Sport 24-ს ურუგვაელმა.
ედინსონ კავანი ამ ზაფხულს ფრანგულმა კლუბმა "ნაპოლისგან" 64 მილიონ ევროდ შეიძინა. ურუგვაელმა პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე