"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ედისონ კავანის განცხადებით, მალე ის კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.
"ჩემი პირველი სეზონი საფრანგეთში წარმატებული გამოვიდა. დავრჩები თუ არა კლუბში ჯერ არ ვიცი. მალე ხელმძღვანელობასთან სხვადასხვა დეტალებზე მოლაპარაკებას გავმართავ. რაც შეეხება "მანჩესტერის" ინტერესს, ხშირად მესმის და არ ვიცი მართალია თუ ტყუილი”, - განუცხადა L"Equipe-ს კავანიმ.
ურუგვაელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. პარიზელებმა კავანი გასულ წელს "ნაპოლიდან" 65 მილიონ ევროდ გადაიბირეს.
შეგახსენებთ, რომ ედისონ კავანიმ პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე