ფეხბურთი

19:34 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანი “მონაკოსთან” საეჭვოა

“პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი ტრავმირებულია და ლიგა ერთის მომდევნო ტურში, “მონაკოს” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კავანიმ ბარძაყის ტრავმა “ბორდოსთან” მოგებული თამაშის (2:0) 75-ე წუთზე მიიღო და მან მოედანი მალევე დატოვა.

ESPN-ს ცნობით, კავანის პსჟ-ს მომდევნო ორ მატჩში უქმობა ემუქრება. პარიზელები, 4 თებერვალს, საფრანგეთის ლიგის თასზე, “ნანტს” დაუპირისპირდებიან, ხოლო 9 თებერვალს, ლიგა ერთში, “მონაკოს” ეწვევიან.

ედინსონ კავანი პსჟ-ში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში მან 20 გოლი გაიტანა.

0.11772