ფეხბურთი

16:40 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კავანი – “მანჩესტერის” სამიზნე

 “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგი არ აკმაყოფილებს და ახალი საფეხბურთო წლიდან შემადგენლობის მოძლიერებას სერიოზულად აპირებს. ოლდ ტრაფორდელთა თვალთახედვის არეში პსჟ-ს ურუგვაელი ფორვარდი ედინსონ კავანი მოხვდა. Sport Mediaset-ის ცნობით, “წითელი ეშმაკები” სამხრეთამერიკელი თავდამსხმელის გადაბირების სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადახდისგან უკან არ დაიხევენ.

თავად კავანი კლუბის შეცვლის წინააღმდეგი არაა, რადგანაც პარიზში გუნდის უპირობო ლიდერად ზლატან იბრაჰიმოვიჩს თვლიან და არა მას. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ედინსონის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 2 გუნდს, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის”, ამოძრავებს.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგაში კავანიმ პსჟ-ის მაისურა 35-ჯერ მოიზომა და 19 გოლიც გაიტანა, გუშინ კი ედინსონის დუბლის მეშვეობით პარიზელებმა საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში “ლიონს” 2:1 მოუგეს.

0.117943