ფეხბურთი

20:20 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„კატანიამ“ „იუვენტუსი“ ოფიციალურად გააჩემპიონა

ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ ისე გახდა, რომ 36-ე ტურში ჯერ არ უთამაშია. იმისათვის, რომ „რომას“ ჩემპიონობის თეორიული შანსი შეენარჩუნებინა, რუდი გარსიას გუნდს კატანიაში უნდა მოეგო, მაგრამ დედაქალაქელები სიცილიაში განადგურდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ „იუვემ“ სკუდეტო 30-ედ მოიგო და მაისურზე მე-3 ვარსკვლავის დამატების უფლებაც მოიპოვა. ცნობისთვის, მე-20 საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ პირველად მოხდა, რომ „იუვენტუსი“ იტალიაში ზედიზედ 3-ჯერ გაჩემპიონდა.

პირველ ტაიმში, „რომამ“ ისკოსგან 2 გოლი გაუშვა და მართალია, შესვენებამდე ტოტიმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მე-2 ნახევარში, მასპინძლებმა მეტოქის კარი კიდევ 2-ჯერ აიღეს და „ჯალოროსის“ მოგებათა 9-მატჩიანი სერია შეწყვიტეს, თავად კი სერია A-ში დარჩენის შანსები გაიზარდეს.

გოლების გატანით გული იჯერეს „უდინეზემ“ და „ლივორნომ“. უდინელებმა ბოლოადგილოსანი მეტოქე 5:3 დაამარცხეს და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

 

კატანია-რომა 4:1 (2:1)

კატანია, “ანჯელო მასიმინო 19028

კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი, გიომბერი, როლინი, მონსონი, რინაუდო (ლოდი 87), ისკო, ბარიენტოსი, ლეტო (პლაზილი 65), ბერგესიო, კასტრო (ბირაგი 82).

მწვრთნელი: მაურიციო პელეგრინო.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, რომანიოლი, კასტანი (ბენატია 57), დოდო, ტადეი (ჟერვინიო 39), დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი, ტოტი, ლიაიჩი (ბასტოსი 57).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 1:0 ისკო (26), 2:0 ისკო (34), 2:1 ტოტი (37), 3:1 ბერგესიო (55), 4:1 ბარიენტოსი (79).

გაფრთხილებები: რინაუდო 61 - დოდო 12, რომანიოლი 29, ჟერვინიო 61, პიანიჩი 85, ტოტი 86.

მსაჯი: ლუკა ბანტი.

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 13 (8)-12 (4), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-5, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-8.

 

ჯენოა-ბოლონია 0:0

გენუა, “ლუიჯი ფერარისი

ჯენოა (3-4-3): პერინი, ანტონინი, ბურდისო, მარკეზე, ვრსალჟკო (კონატე 65), სტურარო (კოფიე 17), ბერტოლაჩი, ანტონელი, ფეტფაციდისი, ჯილარდინო, სკული (სენტურიონი 77).

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

ბოლონია (3-1-4-2): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი, ხრისტიდულოპულოსი (პაციენცა 72), გარიკსი, ფრიბერგი (პაპონი 62), კრინი (იბსონი 88), მორლეო, კონე, ბიანკი.

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.

გაფრთხილებები: კოფიე 24, სკული 25, ბურდისო 34 - კონე 25, ბიანკი 45+2, ნატალი 77, ჩერუბინი 83.

მსაჯი: მარკო გვიდა.

ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 6 (1)-14 (3), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 3-1, ჯარიმა: 19-23.

 

უდინეზე-ლივორნო 5:3 (5:2)

უდინე, “ფრიული 14000

უდინეზე (4-2-3-1): სკუფეტი, ვიდმერი, დანილო, დომიცი, გაბრიელი, ბადუ, ალანი, პინცი (იებდა 75), ფერნანდესი, პერეირა (ჟადსონი 84), დი ნატალე (ლოპესი 65).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

ლივორნო (4-3-3): ანანია, პიჩინი, კოდა, ემერსონი, მესბა, ბიაჯანტი, დუნკანი (კასტელინი 77), გრეკო (მოსკერა 58), ბელფოდილი, პაულინიო, ბენასი (სილიგარდი 46).

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

გოლები: 0:1 პაულინიო (13), 1:1 დი ნატალე (19), 2:1 ბადუ (21), 2:2 პაულინიო (29), 3:2 პერეირა (33), 4:2 გაბრიელი (44), 5:2 დი ნატალე (45), 5:3 მესბა (88).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: დი ნატალე 18.

გაფრთხილებები: დანილო 28 - გრეკო 50, მესბა 53, პაულინიო 81.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 15 (7)-19 (6), კუთხური: 6-11, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 14-10.

 

პარმა-სამპდორია 2:0 (1:0)

პარმა, “ენიო ტარდინი

პარმა (4-3-3): ბაიზა, კასანი, პალეტა, ლუკარელი, მოლინარო, აკვა, მარკიონი (გარგანო 74), პაროლო, ბიაბიანი, ამაური (სკელოტო 46), კასანო (პალადინო 81).

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

სამპდორია (4-2-3-1): ფიორილო, დე სილვესტრი, ფორნასიერი, გასტალდელო, რეჯინი, პალომბო, კრსტიჩიჩი (ლოპესი 79), გაბიადინი, ედერი (სესტუ 66), სორიანო (სანსონი 28), ოკაკა.

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 1:0 კასანო (8, პენ), 2:0 სკელოტო (90).

გაფრთხილებები: მოლინარო 37, პალეტა 39, სკელოტო 90+1 - ოკაკა 46.

მსაჯი: პიერო ჯაკომელი.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (7)-10 (4), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-5, ჯარიმა: 15-17.

 

კიევო-ტორინო 0:1 (0:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი

კიევო (3-1-4-2): აგაცი, ბერნარდინი (პელისიე 60), დაინელი, კანინი (კლაიტონი 45), რადოვანოვიჩი, სარდო, გუანა, რიგონი, დრამე, ტერო (პარედესი 75), პალოსკი.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

ტორინო (3-1-4-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი, ვივესი (ტაჩციდისი 90+1), ელ კადური (გაცი 90+4), კურტიჩი, დარმიანი, იმობილე, ჩერჩი (მეჯორინი 85).

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

გოლი: 0:1 სარდო (54, ს.კ.).

გაფრთხილებები: დაინელი 40, რიგონი 51, პელისიე 65, გუანა 68 - დარმიანი 73.

გაძევება: პელისიე 66.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 8 (1)-20 (3), კუთხური: 3-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-1, ჯარიმა:  9-8.

თეგებიიუვენტუსი
0.118881