ფეხბურთი

3:06 | 30.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კატალონიური მოგება და ფრე

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალი ტური კატალონიურმა კლუბებმა გახსნეს – „ბარსელონა“ „სელტას“ ესტუმრა, „ესპანიოლი“ კი, „მალაგას“ დაუხვდა.

ხავიერ აგირეს გუნდი ანდალუსიელებთან დაპირისპირებაში სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ამის ტაბლოზე ასახვას ვერ ახერხებდა. უნდა ითქვას, რომ რამდენიმე სახიფათო მომენტი „მალაგამ“ შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, მატჩი უგოლოდ დასრულდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვიგოს „სელტასთან“ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა „ბარსელონამ“. კატალონიელთა თავკაცმა ხერარდო მარტინომ თავისი გუნდის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა და ფონს მაინც იოლად გავიდა.

მატჩის დებიუტში, კარგი შანსი ჰქონდა სესკ ფაბრეგასს, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ალექსის სანჩესმა ივარგა და თავისი მორიგი გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეხვედრის მე–2 ნახევრის საწყის წუთებში, სესკ ფაბრეგასის ძლიერი დარტყმის შემდეგ, ბურთი მასპინძელთა მეკარეს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა – 0:2. ეჭვი აღარავის ეპარებოდა იმაში, რომ გამარჯვება „ბარსას“ დარჩებოდა.

მიუხედავად 2–ბურთიანი უპირატესობისა, კატალონიელები მაინც უტევდნენ და მესი–ფაბრეგასის კომბინაციის წყალობით, მესამედაც აიღეს ვიგოელთა კარი. უნდა ითქვას, რომ „სელტა“ უბრძოლველად არ დანებებულა და სტუმართა ქომაგები რამდენჯერმე გვარიანად ანევრიულა. მიუხედავად ამისა, გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალზე დიდი იყო და ეს ტაბლოზეც ნათლად აისახა.

 

 

ესპანიოლი. „კორნელია ელ პრატი“. 17500

ესპანიოლი – მალაგა 0:0

ესპანიოლი: კასილია, მატიონი, სიდნეი, მორენო, ფუენტესი, სანჩესი, ლოპესი, სიმაუ (ბიფუმა 73), გარსია, პიცი (ლანსაროტე 46), კორდობა (სტუანი 46).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, ველიგტონი, ანტუნეში, სანჩესი, პორტილიო (ანდერსონი 77), ტისონე, ელიზეუ, დარდერი (კამაჩო 90), სანტა კრუსი, ოლინგა (ხუანმი 82).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

გაფრთხილება: ლოპესი (54) – ტისონე (8), ოლინგა (68), ველიგტონი (90)

კარში დარტყმა: 17 (4) – 9 (6) ჯარიმა: 7 - 27 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 3 – 4

 

ვიგო. „ბალაიდოსი“. 27000 

სელტა – ბარსელონა (0:3)

სელტა: იოელი, კაბრალი, მალიო, ფონტასი, ორტენეჩე (ტონი 56), ოუბინია, ფერნანდესი (მინა 59), ლოპესი, რაფინია, ნოლიტო (ორელიანა 68), შარლესი.

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

ბარსელონა: ვალდესი, პუიოლი, ალვესი, ადრიანო (მონტოია 31), ბარტრა, ფაბრეგასი (ინიესტა 70), სონგი, ბუსკეტსი, მესი, სანჩესი (ტელიო 83), პედრო.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი:  0:1 სანჩესი (9), 0:2 იოელი (48ს.კ), 0:3 ფაბრეგასი (54)

გაფრთხილება: რაფინია (24), ფერნანდესი (34), კაბრალი (38) – ფაბრეგასი (31)

კარში დარტყმა: 17 (4) – 9 (6) ჯარიმა: 7 - 27 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 3 - 4 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 3 – 4

0.117875