ბაქოს აზალ-ის ცენტრალურ მცველი ლაშა კასრაძე ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ვერსიით, აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ხსნებულ ტურში აზალ-მა სტუმრად “გაბალას” 2:1 მოუგო და კასრაძემ დაცვაში დამაჯერებლად ითამაშა, რაც დაუფასეს.
25 წლის მცველი ბაქოურ კლუბში გასული სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია. მან საერთო ჯამში აზალ-ში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.