ფეხბურთი

15:31 | 25.01.2014 | ნანახია 1212 - ჯერ

კასრაძე აზერბაიჯანში ითამაშებს

თბილისის “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე კარიერას აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

ინტერნეტგამოცემა apasport.az-ის ინფორმაციით, 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც აზალ-ში ისინჯებოდა, კლუბის ხელმძღვანელობას თავი მოაწონა და 25 იანვარს,  სამედიცინი შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტსაც გააფორმებს.

კასრაძე, აზალ-ს, რომელიც 10-გუნდიან პრემიერლიგაში მეშვიდეა, თავის მომავალს ორწელიწადნახევრით დაუკავშირებს. მიმდინარე სეზონში, მან “ვიტ ჯორჯიაში” 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:25 | 25.01.2014
ogafa (10211)

კასრაძე მერანში მინდოდა

15:49 | 25.01.2014
matri (2779)

წავიდეს იქ უფრო მეტი პერსპექტივაა(სამწუხაროდ).

16:42 | 25.01.2014
სავაშა_ (2491)

მართალი ხარ , ამ ქვეყანაში ყველაფერი სამოყვარულო დონე'ზეა

0.123019