ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი სანტი კასორლა ტრავმირებულია. Gოალ-ის ცნობით, ესპანელი ლაზარეთში თვეს გაატარებს.
“კასორლა ესპანეთის ნაკრებში ყოფნისას დაშავდა. მას რამდენიმე კვირა გაუცდება. სავარაუდოდ, ესპანელი 4-5 კვირის შემდეგ დაგვიბრუნდება. ჟირუს ტრავმა ძალიან მაწუხებს. სადღეისოდ, ჯანმრთელი ფეხბურთელების ნაკლებობა გვაქვს. ჟირუს მუხლი აწუხებს და იმედია, მისი დაკარგვა არ მოგვიწევს”, - განუცხადა “მეთოფეთა” თავკაცმა არსენ ვენგერმა Goal-ს.
ლონდონელთათვის სასიხარულოდ, ჟირუმ “სანდერლენდთან” მატჩში (1:3) მონაწილეობა მიიღო და გოლიც მიითვალა. ამგვარად, ფრანგს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებს და სათამაშოდ 100%–ით მზადაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვინ უნდა იფიქროს იმაზე რომ უმაღლეს ლიგაში აღმოჩნდება 1909 და 2063 რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები,თუ უნდა ფიქრობდეს ვინმე მათ რეიტინგის ამაღლებაზე და იმაზე თუ რამდენად ცუდი იქნება ასეთი დაბალი რეიტინგის მოწინააღმდეგე თუნდაც ნაკრების წევრ და ნაკრების წევრობის კანდიდატ მოჭადრაკეებისთვის