ფეხბურთი

11:56 | 27.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასორლა: “ატლეტიკო” უარით გავისტუმრე

ლონდონის “არსენალისა” და ესპანეთის ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე მადრიდის “ატლეტიკოს” რეალური ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ თავი შეიკავა.

“მადრიდელები შემეხმიანენ და სატრანსფერო საკითხებზე მესაუბრნენ, მაგრამ მათი შემოთავაზება არ მივიღე, რადგან ლონდონში თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაქვს და მისი დარღვევა არ მსურს. ესპანეთში დაბრუნების პერსპექტივაც მხიბლავს, ოღონდ ამ ეტაპზე არა”, – უთხრა სანტი კასორლამ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113233