“არსენალის” შემტევი სანტი კასორლა მოხარულია იმით, რომ ლონდონელებს მისი თანამემამულე მიკელ არტეტა უკაპიტნებს.
“ყოველთვის იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც იმისთვის დაიბადნენ, რომ კაპიტნები ყოფილიყვნენ. მიკელი ერთ-ერთი მათგანია.
მისი სიტყვა გუნდის წევრებისთვის გასაგებია როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. როდესაც ვინმეს სჭირდება, ის ყოველთვის ახლოსაა.
არტეტას დახასიათება ადვილია. ის ფეხბურთით ცხოვრობს. მიკელი სუპერპროფესიონალია. ის ცდილობს, რომ ყველა ბედნიერი იყოს. სწორედ ამიტომ, არტეტა იდეალური კაპიტანია.” – აცხადებს კასორლა.
გასულ სეზონში, “არსენალის” პირველი კაპიტანი ტომას ვერმალენი იყო, რომელმაც ზაფხულში “ბარსელონას” მიაშურა. ხშირი ტრავმიანობის გამო, ბელგიელმა გუნდს მხოლოდ 13-ჯერ უკაპიტნა. არტეტამ კი, რომელიც ვიცე-კაპიტანი იყო, სამკლავური 26-ჯერ მოირგო.