მადრიდის “რეალის” ტრავმირებული მეკარე იკერ კასილიასი მოედანზე გასვლას ოქტომბრის დასაწყისში შეძლებს. Marca-ს ინფორმაციით, ესპანელი “კოპენჰაგენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში დაბრუნდება.
მოგეხსენებათ, 32 წლის მეკარე სტამბულის “გალათასარაისთან” მატჩში (1:6) დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა. ექიმებმა კასილიასს დასვენების საშუალებას აძლევენ. ფეხბურთელი ვარჯიშებს უახლოეს დღეებში განაახლებს და სამედიცინო შტაბის დაკვრივების ქვეშ იქნება.
ცნობისათვის, “რეალი” “კოპენჰაგენს” 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება.