ფეხბურთი

18:40 | 1.03.2013 | ნანახია 347 - ჯერ

კასილიასმა ბურთით ივარჯიშა

მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა, პოსტტრავმული რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ბურთით ივარჯიშა.
საფეხბურთო კლუბ “რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მისი გამოჯანმრთელების პროცესი გეგმაზომიერად მიდის. ხუთშაბათს, კასილიასმა ჯერ სარბენი ვარჯიშები შეასრულა, ხოლო შემდეგ “რეალის” ფიზიოთერაპევტთან ერთად ბურთით ივარჯიშა. მოედანზე მის დაბრუნებას მარტის ბოლოს ელიან.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, 23 იანვარს, ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, “ვალენსიასთან” საპასუხო მატჩში (1:1) თითი მოიტეხა.

0.144969
347