მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებმა – იკერ კასილიასმა, ალვარო არბელოამ, სერხიო რამოსმა და რაულ ალბიოლმა დიპლომები აიღეს, რომლის საშუალებითაც, მომავალში საფეხბურთო კლუბის სპორტულ დირექტორობას შეძლებენ. ამის შესახებ Football Espana იუწყება.
ოთხივე მათგანმა სწავლების კურსი გასულ წელს გაიარა, ახლა კი, სერთიფიკატებიც გადაეცათ. სადღეისოდ, ხსენებული ფეხბურთელები ესპანეთის ეროვნული ნაკრების ბანაკში იმყოფებიან.
“წინ, მომავალო სპორტულო დირექტორებო! “ახალ ბეილს” უკვე ჩვენ შევიძენთ”, - ნახევრად ხუმრობით დაწერა არბელოამ თავისი “ტვიტერის” გვერდზე.