ფეხბურთი

0:07 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი “რეალიდან” წასვლას არ ჩქარობს

მადრიდული AS ავრცელებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარეების, იკერ კასილიასისა და პეპე რეინას საუბარს, რომელიც პირველი მათგანის “რეალში” ყოფას ეხება. როგორც ირკვევა, “სამეფო კლუბის” კაპიტანი გუნდის უახლოეს მომავალში გამოცვლას არ გეგმავს.

ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონში, კასილიასს სათამაშო დრო მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მატჩებში მიეცემა, რაც მისი დონის მეკარისთვის არცთუ ბევრია, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო წელს მსოფლიოს ჩემპიონატია. მიუხედავად ამისა, კასილიასი მშობლიური კლუბის დატოვებას არ ჩქარობს. ეს ესპანეთსა და ბელარუსს შორის მატჩის წინ მასსა და რეინას შორის გამართული დიალოგიდან ირკვევა, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტმა დააფიქსირა.

რეინა: “რამდენ თამაშს ჩაატარებ სეზონში? 10-12? ამას წარუმატებელი სეზონი ჰქვია. უნდა წახვიდე, რადგან თამაშების ეს რაოდენობა ძალიან ცოტაა.”

კასილიასი: “კი, მაგრამ ახლა წავიდე? ასე არ ვფიქრობ. ჩემპიონთა ლიგის გარდა, ესპანეთის თასის მატჩებიც ხომ არსებობს.”

0.114476