ფეხბურთი

14:15 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: "რეალი" ვართ და ვალდებულები ვართ მოვიგოთ"

მადრიდის "რეალის" ესპანელმა კარის დარაჯმა იკერ კასილიასმა, უკვე იცის ევროპის სუპერთასის მოგების გემო - 2002 წელს სამეფო კლუბმა "ფეინოორდი" 3:1 დაამარცხა.

ესპანელმა გოლკიპერმა, "სევილიასთან" დაპირისპირების მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდის "რეალი" სეზონის სტარტს სუპერთასის გამოწვევით ხვდება.

"როდესაც ფეხბურთის ნაწილი ხარ, ხალხი ბევრს ლაპარაკოს შენზე, სტატისტიკას აქცევენ ყურადღებას, თუ წააგებ თვლიან, რომ დიდი წარუმატებლობა განიცადე და კლუბს ჩავარდნა აქვს. წინ ისეთი ტიპის მატჩი გველოდება, რომლის მოგების შემთხვევაში ტიტული გარანტირებული გვაქვს. ჩვენ "რეალი" ვართ და ვალდებულები ვართ მოვიგოთ. ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კიდევ ერთ ტიტულს მოვიპოვებთ და კრიტიკოსებსაც გავაჩუმებთ", - განაცხადა იკერმა.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიელების და მადრიდელების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

0.116725