ფეხბურთი

14:15 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი მეკარეთა როტაციის მომხრეა

 

ბოლო დროს მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები იკერ კასილიასის ასპარეზობით უკმაყოფილო რომ არიან, უცხო აღარაა. პრიმერადივიზიონის მე-5 ტურის მატჩში "ელჩეს" წინააღმდეგ (5:1) “სამეფო კლუბის” რიგებში კოსტარიკელი მეკარის კეილორ ნავასის დებიუტი შედგა, ხოლო გუშინ "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალის წინააღმდეგ (2:0) "ბლაუგრანას" ძირითად შემადგენლობაში კვლავ კასილიასი იდგა.

ესპანელმა ჟურნალისტებმა “სამეფო კლუბის” ძირითად გოლკიპერს მეკარეების როტაციის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

"ფეხბურთი სწრაფად იცვლება და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის. მწვრთნელს ყოველთვის უნდა, რომ მოვიგოთ და მისი გადასაწყვეტია, თუ ვის დააყენებს ძირითადში. ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს სხვა მოთამაშის შესაცვლელად" - განაცხადა ესპანელმა მეკარემ.

გიორგი ბალახაძე

0.118061