ფეხბურთი

13:51 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს

მადრიდის “რეალის” სათადარიგო მეკარედ ქცეული იკერ კასილიასი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლას არ გამორიცხავს. ვეტერანი ესპანელი გადაწყვეტილებას მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

“სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, მწყობრში ვარ. ზაფხულში, ჩემს მომავალზე აუცილებლად დავფიქრდები, მაგრამ ახლა ამის დრო არაა. მიხარია, რომ კოპა დელ რეის თასის ფინალში გავედით. დროა, პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთოთ”, - განუცხადა კასილიასმა მადრიდულ მედიას.

რამდენადაც ცნობილია, კასილიასის ხილვა ინგლისურ და იტალიურ კლუბებს სურთ. გარდა ამისა, ესპანელის სახელს “დორტმუნდსაც” უკავშირებენ.

 

0.11397