მადრიდის “რეალის” მეკარე იკერ კასილიასი, ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ევროპელ გოლკიპერებს შორის ლიდერი გახდა.
ჰაიტისთან მოგებული (2:1) ამხანაგური მატჩი 32 წლის კასილიასისთვის სანაკრებო კარიერაში 144-ე აღმოჩნდა. შედეგად, მან შვედი მეკარის, ტომას რაველის რეკორდი გააუმჯობესა. რაველი შვედეთის ნაკრებში 1981-1997 წლებში თამაშობდა და 143 თამაში ჩაატარა.
კასილიასს ესპანეთის ეროვნულ გუნდში დებიუტი 2000 წლის 3 ივნისს შვედებთან ამხანაგურ დაპირისპირებაში ჰქონდა. მაშინ ის 19 წლისა და 14 დღის იყო.