ფეხბურთი

0:12 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი: “ესპანეთი აბსოლუტური ფავორიტია”

ესპანეთის ნაკრების კარის დარაჯი იკერ კასილიასი მიიჩნევს, რომ “ფურია როხა” მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია.

“ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე აბსოლუტური ფავორიტის სტატუსით მიემგზავრება, რაც პასუხისმგებლობას გვმატებს. ჩვენი შემადგენლობა ტურნირის უმაღლეს დონეზე ჩატარებისა და ტიტულის დაცვის საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ძნელი იქნება, რადგან გერმანიის, პორტუგალიის, არგენტინის, ბრაზილიისა და ჰოლანდიის სახით ძლიერი კონკურენტები გვყავს.” – აცხადებს ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნაკრების მეკარე.

0.122076