ფეხბურთი

21:12 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი ძირითადში იწყებს

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "გალათასარაის" წინააღმდეგ კარს იკერ კასილიასი დაიცავს. 

"დიეგო ლოპესი და იკერ კასილიასი ორივე კარგ ფორმაშია. გადაწყვეტილება ძალაშია: ლოპესი ჩემპიონატში იასპარეზებს, ხოლო იკერი ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან მას უფრო მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს", _ განაცხადა ანჩელოტმა.

იტალიელმა სპეციალისტმა ლონდონის "ჩელსის" მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს იმედები გაამართლა. პორტუგალიელმა, რამდენიმე საათით ადრე, Mარცა-სთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ "გალათასარაისთან" მატჩში, "რეალის" კარს, დიეგო ლოპესის ნაცვლად, იკერ კასილიასი დაიცავს.

"მე მაშინ პროფესიული გადაწყვეტილება მივიღე, კასილიასი სათადარიგოთა სკამზე დამესვა და ახლა ეს, უკვე ანჩელოტის გადაწყვეტილებაა. დიეგო ლოპესმა "ვილიარეალთან" კარგი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ვიმედოვნებ, "გალათასარაის" წინააღმდეგ კასილიასი ითამაშებს და გუნდს კარგ შედეგს მოუტონს. მინდა მადრიდელებმა წარმატებას მიაღწიონ და მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

გიორგი ბალახაძე


 

0.110846