“ესპანიოლის” 27 წლის მეკარე კიკო კასილია ვისენტე დელ ბოსკეს მიერ ესპანეთის ნაკრებში მიწვევამ გააკვირვა.
მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ, “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა გუნდი გადაახალისა. ნაკრების ერთ-ერთი ახალწვეული სწორედ კიკო კასილიაა.
“არ ვიცი, მომიწევს თუ არა თამაში, მაგრამ თავს არ დავზოგავ.
ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მწვრთნელმა ასეთი შანსი მომცა. სიმართლე გითხრათ, ნაკრებიდან მიწვევას არ ველოდი.
ასეთი შანსი, შესაძლოა, ცხოვრებაში ერთხელ მოგეცეს. ამიტომ, ვარჯიშებზე სრულად კონცენტრირებაა საჭირო. ესპანეთში არაერთი მაღალი დონის მეკარეა, მაგრამ ნაკრებში ბევრს არ უთამაშია.” – აცხადებს კიკო კასილია.